კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში. ესტუმრნენ ლევან დადიანისეულ სასახლეს სოფელ სალხინოში, მოილოცეს მარტვილის მონასტერი, ბალდის ეკლესია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერმა. ის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ჩანჩქერია სამეგრელოში, რომელიც სოფელ პირველ ბალდასთან, ბალდის კანიონში მდებარეობს.
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი, სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, ყოველთვის მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის.