Blog

ექსკურსია მარტვილის მუნუციპალიტეტში

კოლეჯის პროფესიული   სტუდენტები  და მასწავლებლები  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში. ესტუმრნენ ლევან დადიანისეულ სასახლეს სოფელ  სალხინოში,   მოილოცეს მარტვილის მონასტერი, ბალდის ეკლესია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერმა. ის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი  ჩანჩქერია სამეგრელოში, რომელიც   სოფელ პირველ ბალდასთან, ბალდის კანიონში მდებარეობს.

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი, სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, ყოველთვის მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის.