Blog

შეხვედრა “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით”

ა.წ. 30 ივლისს 11 საათზე  გაიმართა შეხვედრა  “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით”,პროექტის ფარგლებში კერძო კოლეჯების წარმომდგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის იუტისტი თამარ მამფორია.  პროექტი  ხორციელდება HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia-ს მიერ შვეიცარიის მთავრობისა Embassy of Switzerland in Georgia და გაეროს განვითარების პროგრამის | UNDP Georgia-ს ხელმშეწყობით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათი ორგანიზაციული და HR სისტემების გაძლიერებით, რომ შეძლონ ავტორიზაციის სტანდარტის მე-4 კომპონენტის დანერგვა და ავტორიზაციისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება.