Blog

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

  • თუ თქვენ პირველადი ჩარიცხვების საფუძველზე დარეგისტრირდით და ვერ მოხვდით სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ პროფესიულ პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე:
  • საფინანსო სერვისები;
  • საოფისე საქმე;
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • რეგისტრაცია იწარმოებს 13 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით https://vet.emis.ge/#/

რეგისტრაცია შესაძლებელია:

თუ თქვენ გადალახეთ ერთიან პროფესიულ ტესტირებაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ზოგად უნარებში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

თუ თქვენ გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მონაწილეობა ნებისმიერი პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ შიდა შერჩევაში, შესაძლებელია დარეგისტრირება კოლეჯ ცხუმ-ეგრისში საოფისე საქმისა და საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

  • ცხუმ-ეგრისში დარეგისტრირებული აპლიკანტები, რომლებმაც გადალახეს კოლეჯის მიერ ჩატარებულ შიდა შერჩევაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა რეიტინგული სიების მიხედვით ვერ მოხვდნენ გამოცხადებულ ადგილებზე განთავისუფლებული იქნებიან შიდა შესარჩევი გამოცდისგან.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
  • კოლეჯი ცხუმ-ეგრისი,მის:კოსტავას ქ.32;
  • ტელ:555 74 93 66; 555 31 51 44,568 88 81 14.

კოლლეჯის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!