views of ckhum.edu.ge

 

სტატისტიკა
მიმდინარე კვირაში
ორშაბათი105
სამშაბათი 39
ოთხშაბათი 104
ხუთშაბათი 0
პარასკევი 0
შაბათი 0
კვირა 0
სულ კვირის განმავლობაში: 248
სულ : 112118
დამთვალიერებლები საიტზე ახლა არის: 14 სტუმარი
- სტუმარი : 14
- დარეგისტრირებული მომხმარებელი: 0
გვერდის განახლება: 02-21-2018


 

„ვამტკიცებ"

საზოგადოებრივი კოლეჯი
შპს „ცხუმ-ეგრისი"-ს
დირექტორი გ. მამფორია
ბრძანება № 25, 12.12. 2017 წელი



საზოგადოებრივი კოლეჯი
შპს „ცხუმ-ეგრისი"

 

შინაგანაწესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. პროფესიული კოლეჯის შინაგანაწესი (შემდგომში "შინაგანაწესი") განსაზღვრავს საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს, ადგენს და აწესრიგებს კოლეჯის ურთიერთობას პროფესიულ სტუდენტებთან, მათ უფლება-მოვალეობებს; აწესრიგებს კოლეჯსა და მასწავლებელთა შორის ურთიერთობებს. წინამდებარე დოკუმენტით არ რეგულირდება ურთიერთობები კოლეჯსა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კოლეჯის მიერ დაქირავებულ ადმინისტრაციულ პერსონალს შორის. ასეთ პერსონალთან ურთიერთობები რეგულირდება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომის შინაგანაწესის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ დოკუმენტს.
2. საზოგადოებრივი კოლეჯი შპს ,,ცხუმ-ეგრისი" (შემდგომში საზოგადოებრივი კოლეჯი) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
3. საზოგადოებრივი კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის ფარგლებში მას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რაც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ დასახული მისიის, მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისაკენ.
4. კოლეჯი, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, დამოუკიდებლად ფლობს და განკარგავს საკუთარ ქონებას.

მუხლი 2. კოლეჯის ხედვა და მისია

2.1 ხედვა:

საქართველოს მთვარობის პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების შესაძლებლობების გაზრდა საგანამანათლებლო რესუსრსების შეთავაზების გზით; ამდენად, ხედვა წარმოადგენს იმ იდეალს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით. ამ მდგომარეობის მიღწევაში შპს ,,ცხუმ-ეგრისის" მონაწილეობა განისაზღვრება იმ მიზნებითა და ამოცანებით, რომლებსაც შპს ცხუმ-ეგრისი შეიმუშავებს წინამდებარე სტრატეგიული გეგმის ფარგლებში.

2.2 მისიაა:
1. განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, აფხაზეთის ოკუპურებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მომზადება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილ კონკურენტულ სასწავლო გარემოში;
2. ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა დაგანვითარება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვას და განვითარებას;
3. პერსონალის განვითარებისათვის მუდმივი ზრუნვა;
4. სტუდენტთა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, რაც გაზრდის მათ მოტივაციას.

მუხლი 3. კოლეჯის მიზნები და ამოცანები

3.1 კოლეჯის მისიის განხორციელებისთვის განისაზღვრა შემდეგი სტრატეგიული მიზნები:
1. ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება;
2. პერსონალის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება;
3. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
4. ფინანსური მდგრადობისა და გაზრდის უზრუნველყოფა;
5. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
თითოეული სტრატეგიული მიზნის ქვეშ განსაზღვრულია სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს შპს ,,ცხუმ-ეგრისის" სამოქმედო პრიორიტეტებს.

მუხლი 4. კოლეჯის საქმიანობის სფერო

4.1 კოლეჯის საქმიანობა მიმართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისაკენ.
4.2 საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებს პროფესიული განათლების თითოეული საფეხურისათვის, სათანადო ნებართვის - ავტორიზაციის მოპოვების შემდგომ ახორციელებს პროფესიულ საგანამნათლებლო პროგრამებს, რომელთა წარმატებით ათვისების შემდეგ პროფესიულ სტუდენტზე გასცემს შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიულ დიპლომს.
4.3 საზოგადოებრივი კოლეჯი იღებს ვალდებულებას სწავლისა და სასწავლო პრაქტიკის დროს თავის ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.

მუხლი 5. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულები

კოლეჯის სტუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
• კოლეჯის დირექტორი
• ადმინისტრაციული საბჭო
• დირექტორის თანაშემწე
• ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
• მატერიალური რესურსების მართვის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის სამსახური
• საქმისწარმოების სამსახური
• ბუღალტერია
• ბიბლიოთეკა
• ექიმი
• პროფესიული მასწავლებლები
• სხვა დამხმარე პერსონალი


5.1 კოლეჯის დირექტორი

1. დირექტორის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და შპს ,,ცხუმ-ეგრისის' წინამდებარე დებულებით.
2. დირექტორი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მართვას.
3. დირექტორი წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესს.
4. დირექტორი ამტკიცებს შპს ,,ცხუმ-ეგრისის' პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულებას, შინაგანაწესს, სხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ადმინისტრაციულ საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ.
5. დირექტორი ამტკიცებს საშტატო განრიგს, ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს დაწესებულების ფინანსურ, სამეურნეო საქმიანობას, მატერიალური რესურსების მიზნობრივ გამოყენებასა და მართვას.
6. დირექტორი ამტკიცებს პედაგოგიური პერსონალის საგნობრივ დატვირთვის მოცულობას კვალიფიკაციის შესაბამისად.
7. დირექტორი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა.
8. დაწესებულების დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით, წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.
9. დირექტორი ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის, აკონტროლებს მათ შესრულებას.
10. დირექტორი უფლებამოსილია წარმოადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულება მესამე პირებთან ურთიერთობაში, დაუშვებელია მესამე პირებთან ურთიერთობაში დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა.
11. დირექტორი ზედამხედველობს დისციპლინის დაცვას და დისციპლინურ გადაცდომაზე იღებს შესაბამის ზომებს.
12. დირექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

5.2 ადმინისტრაციული საბჭო

1. ადმინისტრაციული საბჭოს შემადგენლობაში შედიან დირექტორი, დირექტორის თანაშემწე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი და მატერიალური რესურსების მართვის უსაფრთხოებისა, წესრიგის დაცვის სამსახურის მენეჯერი და ბუღალტერი.
2. ადმინისტრაციული საბჭო განიხილავს საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე საკითხებს ადმინისტრირების, სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის, ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ. დირექტორის წარდგინებით იხილავს შინაგანაწესს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დებულებებს, სტუდენტთა ჩარიცხვის, უფლებამოსილების შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, მობილობის წესებს, სხვა ნორმატიულ აქტებს. მონაწილეობას იღებს კოლეჯის საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, იხილავს პროგრამებს, სილაბუსებსა და სხვა სასწავლო დოკუმენტაციას, ისმენს და განიხილავს კოლეჯის სამსახურების მოხსენებებსა და შუამდგომლობებს.
3. ადმინისტრაციული საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით. სხდომის მოწვევა ხდება საჭიროებიდან გამომდინარე.

5.3 დირექტორის თანაშემწე

1. დირექტორის თანაშემწე თავის საქმიანობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
2. დირექტორის თანაშემწე დირექტორთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიული სწავლების მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას.
3. დირექტორის თანაშემწე დირექტორთან ერთად ზედამხედველობს დისციპლინის დაცვას

5.4 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ხარისხის მართვის სამსახური მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, ახდენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალის კვალიფიკაციის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სისტემატურ შემოწმებასა და ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიმუშავებს ღონისძიებებს.
2. ხარისხის მართვის სამსახური ახდენს შეფასების პროცედურების, საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და მათ გასაუმჯობესებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
3. ხარისხის მართვის სამსახური ზრუნავს რათა სისტემატიურად განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შედეგებზე. ახდენს სასწავლო პროცესის ხარისხის მართვას, სასწავლო პროცესის ყველა საფეხურზე შუალედური და დასკვნითი გამოცდების შედეგების განხილვა-გაანალიზებას, სახავს ღონისძიებებს დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის; დადგენილი ფორმით, ატარებს სტუდენტთა და მასწავლებელთა გამოკითხვას.
4. ხარისხის მართვის სამსახური სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციულ საბჭოსთან ერთად, ადგენს პედაგოგიური პერსონალის დატვირთვის მოცულობას, შეისწავლის პროფესიულ სტუდენტთა მიღწევებს და შეიმუშავებს სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობის ღონისძიებებს. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ საბჭოს, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს.
5. ხარისხის მართვის სამსახური ხელმძღვანელობს სასწავლო გეგმების, სილაბუსების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავებას.

5.5 მატერიალური რესურსების მართვის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის სამსახური.

1. არის საზოგადოებრივი კოლეჯის კომენდანტი და დამლაგებელი. მათ სამსახურში ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. დირექტორის პრეროგატივაა დამატებით დამხმარე პერსონალის აყვანა, რომლის ფუნქციები გაიწერება შრომით ხელშეკრულებაში.
2. დამხმარე პერსონალის ფუნქციაა
ა) საზოგადოებრივ კოლეჯში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
ბ) სამეურნეო საკითხთა ოპერატიულად გადაჭრა;
გ) სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის საკითხთა მოგვარება;
დ) საზოგადოებრივი კოლეჯის ქონების დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სასწავლო პროცესის დროს წესრიგის უზრუნველყოფა.


5.6 საქმისწარმოების სამსახური

1. არის საზოგადოებრივი კოლეჯის დამხმარე სტრუქტურული ერთეული. კანცელარიის საქმიანობას წარმართავს საქმეთა მმართველი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ შემუშავებული საქმისწარმოების წესით. საქმეთა მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
2. საქმეთა მმართველი
ა) აწარმოებს კოლეჯში დასაქმებული პერსონალის პირად საქმეებს;
ბ) აწარმოებს სტუდენტთა პირად საქმეებს;
გ) აფორმებს ხელშეკრულებებს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და აწარმოებს ხელშეკრულებების სარეგისტრაციო ჟურნალს;
დ) აწარმოებს მასწავლებლებთან შრომითი ხელშკრულებების გაფორმებას და ხელშეკრულებების სარეგისტრაციო ჟურნალს;
ე) აწარმოებს პერსონალურ დოკუმენტებს (ცნობებს, ამონაწერებს) და გასცემს მათ;
ვ) სათანადო ფორმით აწვდის ინფორმაციას კოლეჯის ადამიანური რესურსის შესახებ დაინტერესებულ უფლებამოსილ უწყებებს;
ზ) აწარმოებს შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას (ატარებს შესაბამის ჟურნალებში და ინახავს ასლებს);
თ) აწარმოებს ბრძანებების სარეგისტრაციო ჟურნალებს;
ი) ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;
კ) ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

5.7 ბუღალტერია

1. არის საზოგადოებრივი კოლეჯის დამხმარე პერსონალი. თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
2. ბუღალტერი
ა) აწარმოებს კოლეჯის ქონების, მისი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს კოლეჯის ბალანსს და საბუღალტრო ანგარიშებს;
გ) ვალდებულია განახორციელოს მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;
დ) ანხორციელებს წარმოშობილ ანგარიშსწორებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან და ცალკეულ პირებთან;
ე) წარმართავს მიმდინარე მუშაობას სახაზინო სამსახურთან, ბანკებთან (რომლებშიც, კოლეჯს აქვს გახსნილი ანგარიშები) და საგადასახადო სამსახურთან, აგრეთვე განათლების და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურთან;
ვ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების დადგენილი წესით წარმოებას;
ზ) ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;
თ) ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე ფინანსური და მატერიალური რესურსების დარგში.

5.8 ბიბლიოთეკა

1. ბიბლიოთეკა არის საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურული ერთეული. ბიბლიოთეკას ემსახურება ბიბლიოთეკარი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
2. ბიბლიოთეკარი:
ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს ბიბლიოთეკის ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) უზრუნველყოფს მკითველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, კატალოგებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
3. ბიბლიოთეკარის ძირითადი საქმიანობაა:
ა) წიგნების მიღება, დამუშავება და მათი აღიცხვა ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;
ბ) პერიოდულ გამოცემათა დამუშავება და აღრიცხვა;
გ) მკითხველისათვის მომსახურეობის გაწევა.

5.9 ექიმი

1. ექიმი არის კოლეჯის დამხმარე პერსონალი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი.
2. ექიმი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და მასწავლებლებს;
ბ) ექიმს უფლება აქვს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში აცნობოს ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს და პაციენტი გადაყვანილ იქნას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
გ) ახორციელებს ამ დებულების შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს კოლეჯის წინაშე სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას.

5.10 პროფესიული განათლების მასწავლებელი

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი (შემდგომში "მასწავლებელი") შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
3. პროგრამის შესაბამისი სპეციალობის ან და გამოცდილების მქონე მასწავლებელი ამავდროულად შეიძლება იყოს პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციაა მონაწილეობა მიიღოს პროფესიული პროგრამის შემუშავებაში.
4. მასწავლებელმა აუცილებელია სათანადოდ დაიცვას:
ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
ბ) კოლეჯის მიერ შემუშავებული შიდა რეგულაციებით განსაზღვრული მოვალეობები;
გ) მასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;
ე) უზრუნველყოს დირექტორის ბრძანებების ან უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციების შესრულება.
5. საზოგადოებრივ კოლეჯში მასწავლებლის მიღება წარმოებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ურთიერთშეთანხმებით; აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცემა დირექტორის ბრძანება და შესაბამისი სამსახურის მიერ ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
6. მასწავლებლის პირად საქმეში უნდა იდოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ფოტოსურათი;
დ) CV;
ე) განცხადება;
ვ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების ხელშეკრულება.

5.11 პროფესიული განათლების მასწავლებლის უფლება-მოვალეობები:

1. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მუდმივად იზრუნოს პროფესიულ სრულყოფასა და განვითარებაზე;
ბ) პროფესიული მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს სტუდენტთა სწავლება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
დ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და ინოვაციური სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
ე) უზრუნველყოს თეორიული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარება;
ვ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი კოლეჯის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა - პატრონობა;
ზ) უზრუნველყოს საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ინვენტარის მუშა მდგომარეობაში ყოფნას;
თ) მიიღოს ყველა გონივრული და სამართლებრივი ზომა, რათა აუდიტორიაში (კლასში, ჯგუფში) სასწავლო პროცესზე კოლეჯის დირექციის ნებართვის გარეშე არ დაუშვას სხვა არაუფლებამოსილი პირი;
ი) აწარმოოს სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი;
კ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.
ლ) მზრუნველობით მოეპყრას კოლეჯის ქონებას და მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;
მ) არ დაუშვას ლექციის გაცდენა/ჩაშლა;
ნ) არანაკლებ 1 თვით ადრე კოლეჯი წერილობით გააფრთხილოს მასთან შრომითი ხელშეკრულების შესაძლო მოშლის თაობაზე; მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატივის შემთხვევაში, საზოგადოებრივი კოლეჯის გადაწყვეტილებით მასწავლებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობა გააგრძელოს კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დრომდე ან დაწყებული სასწავლო პროგრამის დასრულებამდე.
2. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს საზოგადოებრივ კოლეჯს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
ბ) დროულად მიიღოს მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი ანაზღაურება.
5.12 პროფესიული მასწავლებლის წახალისება

1. შესაძლებელია მოხდეს მასწავლებლის წახალისება შემდეგ შემთხვევებში:
ა) კონკრეტული დამსახურებისათვის, რომელიც აღემატება დასაქმებულის ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს და დაკავშირებულია ზედმეტ ძალისხმევასთან;
ბ) კონკრეტული დამსახურებისათვის, რომელიც შედის დასაქმებულის სამსახურეობრივ მოვალეობებში, მაგრამ შესრულებულია სანიმუშოდ;
გ) განსაკუთრებული სირთულის მქონე დავალების წარმატებით შესრულებისათვის;
დ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისათვის;
ე) კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება წახალისებისათვის.
2. მასწავლებლის მიმართ წახალისების ფორმად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;
გ) ფულადი პრემია.
3. დასაქმებულის წასახალისებლად შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
4. მასწავლებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები:
5. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივი მოვალეობების და წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვნების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) კოლეჯისათვის მატერიალური ზიანის ბრალეულად მიყენება ან ასეთი ზიანის მიყენების რეალური საშიშროების შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან კოლეჯის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
დ) სამუშაო დროს ინტერნეტის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
ე) პროფესიული გულგრილობა.
6. ზემოთჩამოთვილი ქმედებების დროს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში და უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სამსახურიდან გათავისუფლება;
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.

მუხლი 6. პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. პროფესიული განათლების მიღებისას პროფესიული სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესით და მოქმედი კანონმდებლობით.
2. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლება;
ბ) ჰქონდეს სწავლისათვის შესაფერისი უსაფრთხო გარემო;
გ) მოითხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებულ მოვალეობების შესრულება;
დ) მიიღოს დროული და უტყუარი ინფორმაცია მის კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებულ, მათ შორის სწავლის საფასურის ოდენობის და მისი გადახდის გრაფიკის შესახებ, საკითხებზე;
ე) თავისუფლად და სხვების დაუხმარებლად გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე;
ვ) იყოს დაცული ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;
ზ)ისარგებლოს საზოგადოებრივი კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ინტერნეტით, სასწავლო კურსების სილაბუსებით და სხვა საშუალებებით;
თ) მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს შუალედური და საბოლოო შედეგები;
ი) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია სასწავლო დისციპლინების და გამოცდის ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
კ) პერიოდულად მოახდინოს პროფესიული მასწავლებლის მუშაობის შეფასება სპეციალური კითხვარის მიხედვით;
ლ) ისარგებლოს სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობით კანონმდებლობით და საზოგადოებრივ კოლეჯში დადგენილი წესების შესაბამისად;
მ) ისარგებლოს სასწავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა უფლებებით.

6.3 სტუდენტის მოვალეობები:

1. სტუდენტი ვალდებულია:
ა) იცნობდეს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს, აკადემიურ მოთხოვნებს და სასწავლო ხელშეკრულებასთან ერთად განუხრელად იცავდეს მათ;
ბ) დროულად და შესაბამის საბანკო ანგარიშზე კოლეჯის მიერ დადგენილი გრაფიკით, გადაიხადოს სწავლის საფასური, ასევე სხვა ფინანსური დავალიანება და კოლეჯს დაუყოვნებლივ წარუდგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პატივისცემით მოექცეს ამხანაგებს, მასწავლებლებს და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებს;
დ) გაუფრთხილდეს საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებას, ხოლო მისი ბრალეული ქმედებით დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
ე) დაიცვას უსაფრთხოების წესები;
ვ) უმიზეზოდ არ დააგვიანოს და არ გააცდინოს ლექციები;
ზ) შეასრულოს კოლეჯის შინაგანაწესითა თუ კოლეჯის დირექტორის ბრძანებებით სტუდენტის მიმართ გათვალისწინებული ვალდებულებები;
მ) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ნ) შეასრულოს ამ დებულების, სასწავლო ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სტუდენტის სხვა ვალდებულებები.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას წარჩინებული, სანიმუშო სტუდენტების წახალისების შესახებ. წახალისების ფორმით შეიძლება გამოყენებულ იქნას:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში შექმნილი ნამუშევრით დასაჩუქრება;
გ) უფასო ექსკურსიის ორგანიზება;
დ) დასაქმება;
ე) ფასიანი საჩუქარი.

6.5 სტუდენტისთვის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები:

ა) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (ლექციაზე ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა, დერეფანში აურზაური და სხვა);
ბ) მოწევა კოლეჯის შენობაში;
გ) ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება;
დ) აზარტული თამაშები;
ე) ინვენტარით სარგებლობის წესის დარღვევა (მერხებზე წარწერების გაკეთება, კომპიუტერების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სასწავლო ავეჯისა და ინვენტარის დაზიანება);
ვ) კოლეჯის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის იერსახის დამახინჯება, ნარგავების დაზიანება;
ზ) დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრისათვის უფლებამოსილი პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა.
თ) ბილწსიტყვაობა.
ი) ნარკოტიკული და/ან ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება;
კ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შემოტანა და/ან გავრცელება;
ლ) ისეთი ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა და/ან გავრცელება, რომლებიც ხანძრის და/ან აფეთქების რეალურ საფრთხეს ქმნიან;
მ) ძალადობა, ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებისათვის.
ნ) გადაწერა სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან, ან გამოყენება სხვა სახის დამხმარე მასალისა, რომელიც მასწავლებლის მიერ წინასწარ არ არის ნებადართული;
ო) სხვა პირის ნამუშევრის, როგორც საკუთარის წარმოჩენა.
პ) ხელის შეშლა სხვა სტუდენტებისათვის სწავლასა და კვლევის პროცესში საჭირო რესურსების დამალვით, მოპარვით ან განადგურებით;
ჟ) სხვა სტუდენტისათვის აკადემიური სიყალბის ჩადენაში ხელის შეწყობა;
რ) კვლევითი სამუშაოების ინფორმაციის გაყალბება;
ს) ინდივიდუალური დავალების ჯგუფურად მომზადება ან ერთი პირის მიერ მომზადებული დავალების ჯგუფურ ნამუშევრად წარმოჩენა;
ტ) პლაგიატი (სრულად ან ნაწილობრივ სხვისი ნამუშევრის გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე; ან აკადემიური ნაშრომის ყიდვა);
უ) სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება, ან სხვა პირის შეგზავნა გამოცდის ჩასაბარებლად;
ფ) გამოცდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება და/ან გავრცელება;
ქ) კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება;
ღ) სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, განადგურება, შეცვლა;
ყ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე ზეწოლით;
შ) საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციულ სივრცეში ყველა ტიპის კომპიუტერული თამაშები, კოლეჯის ადმინიტრაციასთან შეუთანხმებლად პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ლექციების მიმდინარეობისას მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება;
ჩ) საზოგადოებრივი კოლეჯის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოყვანა.

6.6 სტუდენტის მიმართ სანქციები

1. სტუდენტის მიერ დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დირექტორის ბრძანებით მასზე ამოქმედდება შემდეგი სანქციები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

წინამდებარე შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება, შესაძლებელია განხორციელდეს, მხოლოდ დირექტორის მიერ სათანადო ბრძანების გამოცემის გზით.

 

 


სასარგებლო ბმულები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი


რუსთაველის ფონდი


განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი


ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი


   კერძო სამართლის იურიდიული პირი