egrisi

By

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

განისაზღვრა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შიდა საგამოცდო ვადები! ვადების სანახავდ დააჭირეთ ქვემოთ ბმულს: შერჩევის თარიღები

By

შეხვედრა “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით”

ა.წ. 30 ივლისს 11 საათზე  გაიმართა შეხვედრა  “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით”,პროექტის ფარგლებში კერძო კოლეჯების წარმომდგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის იუტისტი თამარ მამფორია.  პროექტი  ხორციელდება HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia-ს მიერ შვეიცარიის მთავრობისა Embassy of Switzerland in Georgia და გაეროს განვითარების პროგრამის | UNDP Georgia-ს ხელმშეწყობით. პროექტის…

By

SBA უკვე რეგიონებში

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში ციფრული კომპეტენციის კურსს ახორციელებს. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში და მათ შორის ზუგდიდში-კოლეჯი ცხუმ-ეგრისის ბაზაზე. მიმდინარე წლის აგვისტოში  უკვე დაიწყო მოკლევადიაინი  ტრენინგ კურსები საკვანძო კომპეტენციებში, რომელიც ხორციელდება  SBA-თან  ურთიერთთანამშრომლობისა და  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. მოკლევადიანი კურსების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა…

By

პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება

პროფესიული პროგრამა ფარმაცია ( სააფთიაქო). პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება. მოდული ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიგანმახორციელებლები: ქ-ონი ნინო გადელია და ბატონი ენვერ არველაძე.

By

ექსკურსია მარტვილის მუნუციპალიტეტში

კოლეჯის პროფესიული   სტუდენტები  და მასწავლებლები  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში. ესტუმრნენ ლევან დადიანისეულ სასახლეს სოფელ  სალხინოში,   მოილოცეს მარტვილის მონასტერი, ბალდის ეკლესია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერმა. ის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი  ჩანჩქერია სამეგრელოში, რომელიც   სოფელ პირველ ბალდასთან, ბალდის კანიონში მდებარეობს. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი, სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, ყოველთვის მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის.

By

ტრენინგი თემაზე “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”

კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა 3 პროფესიული განათლების მასწავლებელი. ტრენინგს გაუძღვა პროფესიული განათლების ექსპერტი, ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით, ტრენინგ-მენეჯერი თეა ცომაია. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულს სამუშაოს: “პროფესიის სტანდარტიდან შეფასების მტკიცებულებამდე” ტრენინგი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით 19 და 20 ივლისს.

By

შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

მიმდინარე წლის  17 ივლისს, გაიმართა შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შიდა შერჩევის მეთოდებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით შიდა შერჩევის საბოლოო მეთოდებზე შეთანხმება. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ნონა თაკალანძე.

By

აბიტურიენტების საყურადღებოდ

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება პროფესიული ტესტირების საფუძველზე!პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწარმოებს  2021 წლის 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით  www.vet.emis.ge მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – ელექტროობა,  ინფორმაციის ტექნოლოგია, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმე – ჩარიცხვა იწარმოებს  შპს ცხუმ-ეგრისში ორგანიზებული შიდა შერჩევის ტესტირების საფუძველზე.  იხილეთ  ტესტის ნიმუში https://naec.ge/#/ge/post/2219 მე-5 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – აღმზრდელი,…

By

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 12 ივლისს. აირჩიე ცხუმ-ეგრისის პრიორიტეტული პროგრამები და ისწავლე სახელმწიფო დაფინანსებით! აღმზრდელი; ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT); ელექტროობა. ასევე სწავლა შეგიძლიათ თვითდაფინანსებით შემდეგ პროგრამებზე: საფინანსო  სერვისები ; საოფისე საქმე; ბუღალტრული აღრიცხვა. ️ დაგვიკავშირდით:        ზუგდიდი, კოსტავას  ქ.38        მობ:  599749366; 555315144; 568888114