egrisi

By

სტუდენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.…

By

სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებისთვის

2020 წლის 10 თებერვალს კერძო კოლეჯების ინიციატივით შედგა სამუშაოშეხვედრა კოლეჯების სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებისთვის, რომელსაც ესწრებოდა სასწავლო პროცესის მენეჯერი,სვეტლანა ხასია.აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრალიზებულად შექმნილიინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაზე და შეფასებისინსტრუმენტების შექმნაზე საერთო ხედვის ჩამოყალიბება.