სიახლეები

By

შპს ცხუმ-ეგრისისთვის „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022წლის 10 მარტის № 243043 გადაწყვეტილებით, კოლეჯმა ცხუმ-ეგრისმა „საექთნოსაქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განახორციელების უფლებამოიპოვა. იხ. თანდართული ფაილი ქვემოთ: შპს ცხუმ-ეგრისისთვის „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ  

By

საექთნო საქმე

პროგრამა “საექთნო საქმის” პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის 2022 წლის 27 იანვარს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: მოდულური სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია. ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი გიორგი ბერია.

By

გილოცავთ შობა- ახალ წელს !

ვაცილებთ ძველს და ახალი იმედებითა და საუკეთესო სურვილებით ვხვდებით ახალ 2022 წელს! კოლეჯი ცხუმ-ეგრისი გილოცავთ შობა- ახალ წელს ! დაგბედებოდეთ სიხარული, ბედნიერება, წინსვლა, წარმატება და რაც მთავარია, მშვიდობა შინ და გარეთ!

By

სამუშაო შეხვედრა განათლების ექსპერტთან

ა.წ. 8 ნოემბერს გაიმართა პროგრამა საექთნო საქმის ხელმძღვანელების შეხვედრა განათლების ექსპერტთან ქეთევან ჯანელიძესთან.

By

ონლაინ ტრენინგი თემაზე: მოდულური პროგრამების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია

2021 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ონლაინტრენინგი  თემაზე:  მოდულური პროგრამების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია. ტრენინგზე მოწვეული იყვნენ  პროფესიული პროგრამის საექთნო საქმე განმახორციელებელი პირები.    

By

აპლიკანტების საყარადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი დაიწყო. განისაზღვრა შიდა საგამოცდო ვადები: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე “საფინანსო სერვისები“ ჩანიშნულია გასაუბრება – 2021 წლის 22 ოქტომბერს ; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე “საოფისე საქმე” ჩანიშნულია გასაუბრება 2021 წლის 22 ოქტომბერს . ინფორმაცია ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით იხილეთ სარეგისტრაციო სისტემაში პერსონალურ გვერდზე.

By

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

თუ თქვენ პირველადი ჩარიცხვების საფუძველზე დარეგისტრირდით და ვერ მოხვდით სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ პროფესიულ პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე: საფინანსო სერვისები; საოფისე საქმე; ბუღალტრული აღრიცხვა რეგისტრაცია იწარმოებს 13 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით https://vet.emis.ge/#/ რეგისტრაცია შესაძლებელია: თუ თქვენ გადალახეთ ერთიან პროფესიულ ტესტირებაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ზოგად უნარებში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. თუ…

By

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით! აპლიკანტების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტებია:  განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება ივსება ადგილზე);  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის საგანმანათლელო დოკუმენტის შემთხვევაში – დადგენილი წესით…

By

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა შერჩევა 26 სექტემბერს დასრულდა. შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 1-ლ ოქტომბრამდე ეცნობებათ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/ 1-დან 10 ოქტომბრამდე აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.