კოლეჯი ცხუმ ეგრისი

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი (სამართლებრივი ფორმა-შპს) წარმოადგენს ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს საბაზო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით, კოლეჯის შინაგანაწესით და წესდებით. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი დაფუძნდა 2006 წელს აფხაზეთის მრავალდარგოვანი სახელმწიფო კოლეჯის ბაზაზე და აქვს პროფესიულ ბაზარზე 23 წლიანი ოპერირების გამოცდილება. ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში, მის: კოსტავას ქ. № 32. დამფუძნებელი და დირექტორია ფილოლოგიის დოქტორი გელა მამფორია.

შპს კოლეჯი ცხუმ-ეგრისი 2008 წლიდან იყო ლიცენზირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ახორციელებდა სახელობო პროფესიულ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. პროფესიული განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ კოლეჯმა ავტორიზებულ რეჟიმში განაგრძო ფუნქციონირება პროფესიული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით. 2011 წელს ავტორიზაციის სტანდარტების გადამოწმების მიზნით კოლეჯში ვიზიტად იმყოფებოდა ექსპერტთა ჯგუფი. მათი დადებითი შეფასების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კოლეჯს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივდა ორი წლის ვადით.

2014 წელს შპს ცხუმ-ეგრისმა გაიარა ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (N 10 20.06), 5 წლის ვადით მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. 2019 წლის 14 ივნისს კოლეჯმა წარმატებით გაიარა რიგით მესამე ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით N 123 ექვსი წლის ვადით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება.

ახალი პროგრამებით კოლეჯი საგნობრივი სწავლებიდან გადადის უნარების სწავლაზე (საკვანძო კომპეტენციები, დარგობრივი უნარები) და გრძელვადიან დიპლომირებულ პროგრამებთან ერთად ახორციელებს ასევე პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასერტფიკატო პროგრამებს. კოლეჯი ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში, მის: კოსტავასქ. № 32.