Blog

დასუფთავების აქცია კოლეჯის სტუდენტების ჩართულობით

2019 წლის 13 მაისს, „ნეოგენის“ მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელი მომავლის საწინდარია“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის, ინგირის #1, ახალაბასთუმნის, აფხაზეთის #12, ზუგდიდის #1, #7 და მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლებისა და წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა, საზოგადოებრივი კოლეჯის ცხუმ-ეგრისის სტუდენტებმა და ახალგაზრდული კლუბ „სამურზაყანოს“ მოხალისეებმა მოაწყვეს ანაკლიის ზღვისპირა ზოლის დასუფთავების აქცია.