პროფესიული – საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები, <br> რომლის განხორციელების უფლება აქვს დაწესებულებას იხილეთ სრულად
სრულად ნახვა...

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები რომლის განხორციელების უფლება აქვს დაწესებულებას იხილეთ სრულად          
სრულად ნახვა...

საექთნო საქმე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საექთნო საქმე - მოკლე ანოტაცია. პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი; სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .  სწავლის საფასური :  უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ :   „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing“  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: 1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა 3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა 4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა 5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა 6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა 7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა 8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა 9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა 10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა 11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.   კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ჯანდაცვის სფეროში, ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას. გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი 555749366, 555315144, 568888114; 568486060. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32
სრულად ნახვა...

ბუღალტრული აღრიცხვა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი; სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . სწავლის საფასური : 4000 ლარი კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში/ Higher Vocational Qualification in Accounting და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: 1. შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა; 2. შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები); 3. აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები; 4. შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები; 5. მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება; 6. აწარმოოს ბუღალტრულ აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით; 7. აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე; 8. აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა; 9. შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი დასაქმების შესაძლებლობები კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც. გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 555749366, 555315144, 568888114. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32    
სრულად ნახვა...

ინფორმაციის ტექნოლოგია

ინფორმაციის ტექნოლოგიის მოკლე ანოტაცია: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ინფორმაციის ტექნოლოგია; პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . სწავლის საფასური : უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: 1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი; 2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები; 3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი; 4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა; 5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება; 6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები; 7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი; 8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი; 9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები; 10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა. დასაქმების შესაძლებლობები კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 555749366, 555315144, 568888114; 568486060. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32        
სრულად ნახვა...

საფინანსო სერვისები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საფინანსო სერვისები პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი; სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, მინიმალური ასაკი 17 წელი , კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . სწავლის საფასური : 2000 ლარი; კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ  პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით. კურსდამთავრებულს შეეძლება: 1. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში 2. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში 3. განახორციელოს სალარო და საბანკო ოპერაციები 4. შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები 5. ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს. დასაქმების შესაძლებლობები: საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის - ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული 555749366, 555315144, 568888114; 568486060. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32          
სრულად ნახვა...

აღმზრდელი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: აღმზრდელი -მოკლე ანოტაცია პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი; სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .  სწავლის საფასური :  უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით; კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა; გ) ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება; დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.  დასაქმების შესაძლებლობები:   კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით,აღმზრდელად. გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი 555749366, 555315144, 568888114; 568486060. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32        
სრულად ნახვა...

ფარმაცია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია ( სააფთიაქო) პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32 სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი; სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . სწავლის საფასური : : უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით; კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში //Higer Vocational Qualification in Pharmacy და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: 1. შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად; 2. დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა; 3. შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა; 4. განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე; 5. ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის შემომავალი, პერიოდული, საბოლოო კონტროლი; 6. განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება, შეფუთვა, მარკირება; 7. მოამზადოს რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები; 8. გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები; 9. განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ; 10. განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია; 11. განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური სამკურნალწამლო ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად სამკურნალწამლო ფორმების დაფასოების შესახებ; 12. დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები   დასაქმების შესაძლებლობები კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული 555749366, 555315144, 568888114; 568486060. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32      
სრულად ნახვა...