ბუღალტრული აღრიცხვა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბუღალტრული აღრიცხვა

პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;

სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .

სწავლის საფასური : 4000 ლარი

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში/ Higher Vocational Qualification in Accounting და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.

კურსდამთვრებულს შეეძლება:

1. შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;

2. შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები);

3. აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;

4. შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;

5. მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;

6. აწარმოოს ბუღალტრულ აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;

7. აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;

8. აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;

9. შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული

დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

555749366, 555315144, 568888114.

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32