პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საექთნო საქმე - მოკლე ანოტაცია.
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ : „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing“ და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საგანმანათლებლო პროგრამაში - საექთნო საქმე, განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული 180 კრედიტი, მონაწილეობა მიიღოს შუალედურ შეფასებაში და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ჯანდაცვის სფეროში, ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი
555749366, 555315144, 568888114; 568486060.
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32