სიახლეები

კოლეჯ „ცხუმ-ეგრისსა“ და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth is Power“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MoU) გაფორმდა.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერებას, ინტერკულტურული დიალოგის შექმნას, ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო ტრენინგების განხორციელებას Erasmus+ და სხვა საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში. კოლეჯი აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, რაც ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მისცემს უნიკალურ შანსს, ჩაერთონ საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში და განივითარონ გლობალური შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციები. მადლობას ვუხდით „Youth is Power“-ის გუნდს ნდობისთვის და ველოდებით ნაყოფიერ, ერთობლივ აქტივობებს!  
სრულად ნახვა...

პროფესიული მომზადების კურსის-„პირველადი გადაუდებელი დახმარება“, პირველმა ნაკადმა სწავლა წარმატებით დაასრულა.

ინტენსიური კურსის განმავლობაში, მსმენელებმა შეისწავლეს: გადაუდებელი დახმარების ალგორითმები; გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მოშლილობის მართვა; ტრავმებისა და სისხლდენების დროს მოქმედების წესები; კრიტიკულ სიტუაციებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თეორიულ კომპონენტთან ერთად, მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ მეცადინეობებში. თითოეული მათგანი უკვე ფლობს ცოდნას, რომელიც შესაძლოა ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვულოცავთ ჩვენს პირველ კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს!
სრულად ნახვა...

საქართველოს კერძო კოლეჯების კოლეგიალური ვიზიტი ბათუმში!

    მიმდინარე წლის 5-6 ივნისს, ქ. ბათუმში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „ცხუმ-ეგრისის“ გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: -ნონა თაკალანძე — ხარისხის მართვის მენეჯერი; -სვეტლანა ხასია — სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;  ნინო გადელია - ფარმაციის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი; -ლუიზა ნაჭყებია — აღმზრდელის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი. ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: პროფესიული ორიენტაცია; დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები; ადმინისტრაციული წარმოების ანალიზი. კოლეგიალური ვიზიტები უმნიშვნელოვანესია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!
სრულად ნახვა...

კოლეჯმა ცხუმ-ეგრისმა ესპანეთის ქალაქ ლეონის პროფესიული კოლეჯის „ჯინერ დე ლოს რიოს“ (Giner de los Ríos) მასწავლებელს, ქალბატონ კარმენ მუნიზს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული პროგრამების გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. ვიზიტის ფარგლებში: გაიმართა შეხვედრები კოლეჯის ადმინისტრაციასთან, საექთნო საქმისა და ფარმაციის პროგრამების მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. განხორციელდა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაცნობა და პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებში ვიზიტი. ქალბატონმა კარმენ მუნიზმა სტუდენტებსა და მასწავლებლებს ესპანეთში საექთნო საქმისა და ფარმაციის პროგრამების პროფესიული სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და მიდგომები გააცნო. სამუშაო შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ სამომავლო პარტნიორობის, ერთობლივი პროექტებისა და მობილობის პროგრამების დაგეგმვის პერსპექტივები. კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მტკიცედ აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის გზას. ევროპული გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სტუდენტებს გლობალურ ასპარეზზე წარმატებისთვის ამზადებს!
სრულად ნახვა...

1 ივნისს მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება!

ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება, ცხუმ-ეგრისში, ღია ცის ქვეშ , სპეციალურად პროფესიული პროგრამა აღმზრდელის სტუდენტებისა და მასწავლებლების ბავშვებისთვის გაიმართა. ბავშვებმა ფერადი ცარცებით ლამაზად მოხატეს ეზო და სხვადასხვა გასართობი და სახალისო აქტივობა წარმოადგინეს. ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ დღესასწაულს და ვუსურვებთ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას  
სრულად ნახვა...

საგაზაფხულო მიღების აპლიკანტთა შერჩევის განრიგი

დადგინდა კოლეჯის  მე-3 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ( ელექტროობა, საფინანსო სერვისები, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა)  რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის   განრიგი. /files/articles/251/content/ce71ad6688371b4.pdf
სრულად ნახვა...

საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი !

მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი გაიმართა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩვენი კოლეჯის საექთნო საქმის სტუდენტებმა — ინდირა კაკაჩიამ და ნინო მატკავამ მიიღეს მონაწილეობა! კონკურსში 13 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მადლობას უხდის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას და თითოეულ ორგანიზატორს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის, რომელიც ხელს უწყობს საექთნო საქმის პოპულარიზაციასა და მომავალი პროფესიონალების მოტივაციას. კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტთა პროფესიული უნარების გაძლიერებისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს პროფესიულ საქმიანობაში! #კოლეჯიცხუმეგრისი #კერძოკოლეჯებისასოციაცია #საექთნოუნარები #კონკურსი2026
სრულად ნახვა...