კოლეჯ „ცხუმ-ეგრისის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების შესახებ გამართულ მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს გავაცანით კოლეჯის საქმიანობა და საშემოდგომო მიღების ფარგლებში გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას ხელმისაწვდომ და ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე!








