შპს კოლეჯი ცხუმ-ეგრისი ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით, კოლეჯის შინაგანაწესით და წესდებით.
კოლეჯი დაფუძნდა 2006 წელს აფხაზეთის მრავალდარგოვანი სახელმწიფო კოლეჯის ბაზაზე და პროფესიულ ბაზარზე მრავალწლიანი ოპერირების გამოცდილება გააჩნია. ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში, მის: კოსტავას ქ. № 32. დამფუძნებელი და დირექტორია ფილოლოგიის დოქტორი გელა მამფორია.
შპს კოლეჯი ცხუმ-ეგრისი 2008 წლიდან იყო ლიცენზირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ახორციელებდა სახელობო პროფესიულ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. პროფესიული განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ კოლეჯმა ავტორიზებულ რეჟიმში განაგრძო ფუნქციონირება პროფესიული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით. 2011 წელს ავტორიზაციის სტანდარტების გადამოწმების მიზნით კოლეჯში ვიზიტად იმყოფებოდა ექსპერტთა ჯგუფი. მათი დადებითი შეფასების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კოლეჯს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივდა ორი წლის ვადით.
2014 წელს შპს ცხუმ-ეგრისმა მოიპოვა ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (N 10 20.06), 5 წლის ვადით მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 14 ივნისის N 123 გადაწყვეტილებით, კოლეჯმა წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია და ექვსი წლით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, ახორციელებს როგორც გრძელვადიან სადიპლომო, ისე მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს.
.