სიახლეები ბლოგი

ინტერნეტის საერთაშორისო დღე-თემატური კონფერენცია,

ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ ცხუმ-ეგრისში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა გამართეს თემატური კონფერენცია, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ინტერნეტის შესაძლებლობებისა და კიბერუსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.

🎯კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებში ციფრული წიგნიერების ამაღლება, ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობის გააზრება, თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების განხილვა და პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

📚კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

🔹„ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში" — ლაშა ჯიქია

პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე

🔹„ინტერნეტი და მოზარდები“ — მარიან ნანეიშვილი

🔹„კიბერუსაფრთხოება“ — ზურიკო ლაგვილავა

🔹„ხელოვნური ინტელექტი“ — ლაშა ჯიქია

🔹„ინტერნეტის საერთაშორისო დღე“ — სულხან კვირკველია და ვალო ხაზალია

🌍ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, კვლევითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებასა და ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე გამოწვევების გააზრებას.