სიახლეები ბლოგი

31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისში“, საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვისა და ფინანსური მიზნების დაგეგმვის შესახებ.

📢 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისში“, საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვისა და ფინანსური მიზნების დაგეგმვის შესახებ.

🎯 ღონისძიების მიზანი იყო ფინანსური წიგნიერების ამაღლება, დაზოგვის კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ფინანსური გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღების ხელშეწყობა.

📚 ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

🔹 „დაზოგვა თუ ხარჯვა?! როგორ ვმართოთ პირადი ფინანსები სწორად“

👤 პრეზენტატორი: დავით სორდია

🔹 „დანაზოგი მომავლისთვის - ფულის შენახვა თუ საბანკო ანაბარი?!“

👤 პრეზენტატორი: ქრისტინა ჯაბუა

🔹 „ფინანსური მიზნები და ოცნებები - როგორ ვაქციოთ სურვილი რეალობად“

👤 პრეზენტატორი: ირმა ბაძაღუა

💡 პრეზენტაციების ფარგლებში სტუდენტებმა ისაუბრეს ყოველდღიური ფინანსების ეფექტიანი მართვის, დაზოგვის სხვადასხვა შესაძლებლობის და ფინანსური მიზნების მისაღწევად სწორი დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

🌍 ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ფინანსური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდების როლი დაზოგვის კულტურის განვითარებაში.