კოლეჯ „ცხუმ-ეგრისსა“ და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth is Power“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MoU) გაფორმდა.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერებას, ინტერკულტურული დიალოგის შექმნას, ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო ტრენინგების განხორციელებას Erasmus+ და სხვა საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში.

კოლეჯი აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, რაც ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მისცემს უნიკალურ შანსს, ჩაერთონ საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში და განივითარონ გლობალური შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციები.

მადლობას ვუხდით „Youth is Power“-ის გუნდს ნდობისთვის და ველოდებით ნაყოფიერ, ერთობლივ აქტივობებს!