კოლეჯის სტუდენტებთან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ინტერაქტიული საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის ფორმები, მასთან დაკავშირებული საფრთხეები და პრევენციის გზები.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დახმარების სახელმწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ.
მადლობას ვუხდით სააგენტოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.








