ინფორმაციის ტექნოლოგია

ინფორმაციის ტექნოლოგიის მოკლე ანოტაცია:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ინფორმაციის ტექნოლოგია;

პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32

სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე

სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .

სწავლის საფასური : უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით.

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.

კურსდამთვრებულს შეეძლება:

1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;

2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;

3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;

4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;

5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;

6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;

7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;

8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;

9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;

10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული

დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

555749366, 555315144, 568888114; 568486060.

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32