Blog

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი

2019 წლის 14 მაისს სასტუმრო „იოტა“-ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი,სადაც მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის წევრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ასოციაციის წევრი კოლეჯი ცხუმ-ეგრისის დირექტორი ბ-ნი გელა მამფორია.ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობ და პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენეტის არჩევნები.ახლადარჩეულმა გამგეობამ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია ქ-ნი ია ერაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ ქ-ნი მაია ჩიხლაძე და ქ-ნი ნინო გომელაური.