კოლეჯი ცხუმ-ეგრისსა და კახათის N 1 საჯარო სკოლის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა . მემორანდუმის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფორიენტაციის სერვისების განვითარებაა. 15 მაისს კოლეჯის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სკოლის მოსწავლეებთან. სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული პროგრამების, ჩარიცხვის წესისა და დასაქმების პრესპექტივების შესახებ. ასევე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე პროფესიული სტუდენტები ნუკრი ნემსიწვერიძე და გიორგი გაბუნია.