ექთნის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის მაისის თვეში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება!

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი ულოცავს ყველა ექთანს პროფესიულ დღეს, უსურვებს მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და გულითად მადლიერებას პაციენტებისაგან.

ცხუმ-ეგრისის პროფესიულმა სტუდენტებმა , რომლებიც პროგრამის ფარგლებში კლინიკური სწავლების პრაქტიკას გადიან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, კლინიკის უფროს ექთნებთან ერთად აღნიშნეს დღესასწაული და მადლობა გადაუხადეს მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში გაწეული ღვაწლისათვის.

 დაწესებულება მადლობას უხდის პარტნიორი კლინიკის უფროს ექთნებს , ქალბატონებს: ლელა ჭითანავას, ნონა ფხაკაძეს, ასმათ ხარებავას, ელისო გულორდავასა და მარიამ კვარაცხელიას პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისათვის!