18 ივნისს ცხუმ-ეგრისში გაიმართა პირველი სამედიცინო დახმარების ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისათვის.
ტრენინგს უძღვებოდა -დიმიტრი ძიმცეიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის ტრენერი.
ტრენინგი მიზნად ისახავს სტუდენტებში პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას; ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის.