ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შეხვედრა ფარმაციის  პროგრამის  სტუდენტებთან

გაიმართა  ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა  ფარმაციის პროგრამის პროფესიულ  სტუდენტებთან. 

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა  და მასწავლებლებისთვის კომპანიის აქტივობების გაცნობა, შიდა ვაკანსიებისა და  სტაჟირების პროგრამის შეთავაზება , კარიერული ზრდის შესაძლებლობის მიმოხილვა.

კომპანია „გეფა” სტუდენტებს სთავაზობს: ანაზღაურებად სტაჟირებას სასწავლო პროცესზე მორგებული გრაფიკით (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული) და ყველა წარმატებული სტაჟიორის დასაქმების პერსპექტივას .