კოლეჯის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა პრომეთეს მღვიმე მოინახულეს

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია.

კარსტულმა მღვიმემ ვიზიტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი ადგილზე უშუალოდ გაეცნენ მღვიმის წარმოქმნისათვის საჭირო  ბუნებრივ პირობებს. მღვიმე მდიდარია  სტალაქტიტებით, სტალაქმიტებით  და ჰელაქტიტებით, კასტრული ნაღვენთებით და მორთული დარბაზებით.