ღონისძიება

„აღმზრდელი“-ს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დასრულებას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი იყო თავისი შინაარსით.

კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომლის მიზანი პროგრამის ფარგლებში ათვისებული თეორიული და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება იყო.

 თვითოეულმა მათგანმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა მასწავლებლის და კოლეჯის ადმინისტრაციის მიმართ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ბ.-ნი გელა მამფორია, , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო მართვის ცენტრის დირექტორი ქ.-ნი ხათუნა თოლორაია, პროგრამის ფარგლებში მოდულების განმახორციელებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფინალური ნაწილი ემოციური იყო, რაც სტუდენტობის წლების დასრულებას ახლავს თან.