19 ივნისს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა ჯიპისის სააფთიაქო ქსელის რეგიონალური მენეჯერი ქალბატონი ნინო როგავა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ფარმაციის პროფესიული სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელი ქ.-ნი ნინო გადელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში, ქ.-მა ნინომ სტუდენტებს გააცნო ფარმაცევტის კარიერული წინსვლის სქემა და გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება , უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც სს „გეფას ქსელში“სტუდენტური სტაჟირების შესაძლებლობებსა და და დასაქმების პრესპექტივებს ეხებოდა.