ბავშვთა საერთაშორისო დღე

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება!

ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება, ცხუმ-ეგრისში, ღია ცის ქვეშ , სპეციალურად პროფესიული პროგრამა აღმზრდელის სტუდენტებისა და მასწავლებლების ბავშვებისთვის გაიმართა.

 ბავშვებმა ფერადი ცარცებით ლამაზად მოხატეს ეზო და სხვადასხვა გასართობი და სახალისო აქტივობა წარმოადგინეს.

ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ დღესასწაულს და ვუსურვებთ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას.