სტუდენტური კონფერენცია 2024

ცხუმ-ეგრისში "სტუდენტური დღეები - 2024"- ის ფარგლებში სტუდენტური კონფერენცია მიმდინარეობს!

კონფერენციაში 5 სესიის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობენ ფარმაციის, აღმზრდელის, ელექტროობის, ინფორმაციის ტექნოლოგიისა და საფინანსო სერვისების პროგრამის პროფესიული სტუდენტები.

წარმოდგენილია 13 მოხსენება, რომლებიც გამოირჩევა თემატიკის აქტუალობით.

სტუდენტებმა გამოავლინეს შემოქმედებითი და კვლევითი უნარები. თითოეულ მოხსენებას მოჰყვა შეკითხვები და დისკუსია, მოხსენებებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე მომხსენებლები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს,ასევე საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.