18 ოქტომბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ევროკავშირი საქართველოსთვის skills 4 job პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს დარგობრივი ქსელების საერთაშორისო პრაქტიკა და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე, ქსელში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამის ფარმაცია ( სააფთიაქო) ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ნინო გადელიამ.
შეხვედრის მონაწილე პროფესიულმა მასწავლებლებმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს იმსჯელეს და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები თანამშრომლობის ფორმების, თემატური აქტივობების, ქსელის მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შესაძლო მიზნებისა და გეგმების შესახებ