5 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა!
☀️ამ დღის აღსანიშნავად ფარმაციის პროგრამის სტუდენტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს ხარისხის მართვის მენეჯერმა ნონა თაკალანძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გადელიამ.
☀️ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს სამედიცინო წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთში მირანდა დადიანი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობასა და სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებზე ზრუნვა და მომხმარებლების ნდობა.