19-20 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA -მ უმასპინძლა.
ტრენინგების ციკლი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ტარდება. მხარდაჭერის პაკეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მათ შორის სიმულაციურ საავტორიზაციო ვიზიტებს და კოლეგიალურ ვიზიტებს.