სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა , ქეთევან ჯანელიძემ, ცხუმ-ეგრისის პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა!
შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 360 გრადუსიანი თვითშეფასების ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და მართვის საკითხები.
სისტემის შექმნის შემდეგ დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა თვითშეფასებისთვის გამოიყენონ თანამედროვე, მოქნილი და ინფორმაციის ავტომატურად მართვადი სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისათვის.