განათლების საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით,  ა.წ. 19-21 მაისს ქ. თბილისში  განათლების საერთაშორისო კვირეული გაიმართა.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ  კოლეჯი ცხუმ-ეგრისის წარმომადგენლები.

კვირეულის მიზანს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.  კვირეულში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპიდან და აზიიდან.

კვირეულის ფარგლებში, სხვა მონაწილეების მსგავსად, კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაცია წარუდგინეს კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესახებ. სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მონაწილეთა გამოცდილების გაზიარებასა და კოლეჯებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში გამართულ პროფესიული განათლების გამოფენაზე კოლეჯი ცხუმ-ეგრისი წარმოდგენილი იყო საკუთარი საგანმანათლებლო სივრცით, სადაც უცხოელ და ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ კოლეჯის საინფორმაციო მასალებს.