EfVET (ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ევროპული ფორუმი) მდებარეობს ბრიუსელში და აერთიანებს 1500-მდე პროფესიული განათლების სასწავლებელს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან.
ორგანიზაციის მიზანია აქტიური საერთაშორისო საპარტნიორო ქსელის შექმნითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, პროფესიული განათლების ხარისხისა და ინოვაციების ხელშეწყობა.








