მასაჟის თერაპია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მასაჟის თერაპია

პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .

სწავლის საფასური : : უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით;

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მასაჟის თერაპიაში

დასაქმების შესაძლებლობები

•     სამედიცინო დაწესებულებებში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, დისპანსერი, რეაბილიტაციის ცენტრი/კლინიკა, სანატორიუმი);

•     დაწესებულებებში, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (პანსიონატები, დღის ცენტრები, ინვალიდთა სახლები);

•     ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრებში, ჰიგიენურ სალონებში, სპა ცენტრებში (კურორტები: სანატორიუმი, სასტუმრო), ასევე ოფისები -კერძო კაბინეტები;

•     საბავშვო დაწესებულებაში სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის კაბინეტში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლები, ცეკვის სტუდიები);

•     სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში (სპორტული დარბაზები, სპორტული კლუბები, აუზები, ცეკვის სტუდიები);

•     ბინაზე -მომსახურება შეიძლება გაუწიოს  ექიმ-რეაბილიტოლოგის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.

ვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საგანმანათლებლო პროგრამაში - მასაჟის თერაპია  მოდულებით განსაზღვრული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

pროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მასაჟის თერაპია“ ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა იმიტირებულ სამუშაო გარემოში

გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული

ტელ: 555749366, 555315144 ;

მეილი: info@ckhum.edu.ge