შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან!

6 ნოემბერს კოლეჯში  გაიმართა  საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტების შეხვედრა   ქალბატონ ნელი პაპაშვილთან.   შეხვედრის მიზანი იყო   ახალგაზრდებისათვის ოცდაათწლიან საექთნო საქმიანობაში  გამოცდილების გაზიარება, მათთვის პროფესიით დასაქმების პერსპექტივების გაცნობა, განვლილი გზის, უნარებისა  და ცოდნის გამოყენების  გაზიარება  რეალურ სამუშაო გარემოში. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში .

კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნელი პაპაშვილს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისათვის !