20 დეკემბერს, Garden hall-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაცია-ს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ცხუმ-ეგრისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ!

ღონისძიებაზე, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისი“-ს სტუდენტმა დიმიტრი როგავამ მუსიკალური ნომერი წარადგინა.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ნიჭიერ სტუდენტს, რომელმაც თავისი მუსიკალური ნომრით საღამო კიდევ უფრო გაალამაზა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა დამსწრე საზოგადოებას. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანის წარმატებით!

მადლობას ვუხდით კერძო კოლეჯების ასოციაციას ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ორგანიზებისთვის და პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის.