მიმდინარე წლის 19 დეკემბერს შედგა სამუშაო ჯგუფის სხდომა. რომელზედაც განსახილველად წარდგენილი იყო კოლეჯის 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი.
დოკუმენტი მუშავდება SWOT ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობისა და წინა წლების სამოქმედო გეგმების ანგარიშგებისა და ანალიზის გათვალისწინებით;
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ასახავს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს;
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2026 - წარმოადგენს სამუშაო ვერსიას და ის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, დამტკიცდება და განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.








