24 თებერვალს შპს კოლეჯი ცხუმ-ეგრისის პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებაში სს ‘’საქართველოს კლინიკები’’ ჩატარდა ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების თანამედროვე მეთოდებზე , რომელსაც უძღვებოდა კლინიკის მთავარი ექთანი და კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ლელა ჭითანავა.
ტრენინგს ესწებოდნენ საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ექთნები.
ტრენინგის მიზანი იყო კლინიკური პრაქტიკის განხორცილებაში ჩართული პირებისათვის იმ ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაცნობა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების კლინიკური უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების ობიექტურ და სტრუქტურულ შეფასებას








