შეხვედრას უძღვებოდა თამთა ალანია, დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და მანდატის, მიმართვის ფორმებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ, ასევე განხილული იყო სახალხო დამცველის აპარატის როლი და მნიშვნელობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში.








