სიპ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ცხუმ-ეგრისში!

6 აპრილს კოლეჯმა პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში სსიპ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა!

მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა გააცნეს განათლების მიღების ალტერნატიული შესაძლებლობები სრული და საბაზო განათლების დასრულების შემდეგ, დასაქმების პერსპექტივები და სხვადასხვა სწავლის სფეროსა და პროფესიის სპეციფიკა.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერინათ კოლეჯის ინფრასტრუქტურა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და ის საინფორმაციო / საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.

ცხუმ-ეგრისის მიზანია ახალგაზრდებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიაწოდოს სანდო ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ , რათა მათ პროფესიის არჩევისას გააკეთონ გააზრებული და სწორი არჩევანი.