პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტროობა
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით.
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა
აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები
უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით
აღწეროს ელექტრული მანქანები
აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია
უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები
გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში
განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
ელექტროკოსი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობისელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საგანმანათლებლო პროგრამაში - ელექტროობა მოდულებით განსაზღვრული კრედიტები
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
555749366, 555315144
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32








