18-22 მაისს, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, კოლეჯის სტუდენტები პირველად ჩაერთნენ ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მიერ ორგანიზებულ მოხალისეთა II ნაკადის სასწავლო კურსში.
კოლეჯის დირექტორის, ბატონ გელა მამფორიას პირადი ჩართულობით, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლება 14-მა მოხალისე სტუდენტმა წარმატებით გაიარა.სტუდენტებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული საბაზო განათლება სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო მომზადების მიმართულებით:
• იარაღის დაშლა-აწყობა და ხმარების წესები;
• დრონების მართვა;
• პირველადი სამედიცინო დახმარება;
• თვითგადარჩენა;
• ტოპოგრაფია;
• სამხედრო-საინჟინრო მომზადება.
ერთობლივი პროექტი მიმდინარე წლის დასაწყისში კოლეჯსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და ვეტერანების ერთობლივ ჩართულობას ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საქმეში.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ უმნიშვნელოვანესი კურსის წარმატებით დასრულებას!
გახდი მოხალისე და გააძლიერე შენი სამშობლო!








