საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი !

მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი გაიმართა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩვენი კოლეჯის საექთნო საქმის სტუდენტებმა — ინდირა კაკაჩიამ და ნინო მატკავამ მიიღეს მონაწილეობა!

კონკურსში 13 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მადლობას უხდის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას და თითოეულ ორგანიზატორს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის, რომელიც ხელს უწყობს საექთნო საქმის პოპულარიზაციასა და მომავალი პროფესიონალების მოტივაციას.

კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტთა პროფესიული უნარების გაძლიერებისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს პროფესიულ საქმიანობაში!

#კოლეჯიცხუმეგრისი #კერძოკოლეჯებისასოციაცია #საექთნოუნარები #კონკურსი2026