ვიზიტის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული პროგრამების გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
ვიზიტის ფარგლებში:
გაიმართა შეხვედრები კოლეჯის ადმინისტრაციასთან, საექთნო საქმისა და ფარმაციის პროგრამების მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.
განხორციელდა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაცნობა და პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებში ვიზიტი.
ქალბატონმა კარმენ მუნიზმა სტუდენტებსა და მასწავლებლებს ესპანეთში საექთნო საქმისა და ფარმაციის პროგრამების პროფესიული სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და მიდგომები გააცნო.
სამუშაო შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ სამომავლო პარტნიორობის, ერთობლივი პროექტებისა და მობილობის პროგრამების დაგეგმვის პერსპექტივები.
კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ მტკიცედ აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის გზას. ევროპული გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სტუდენტებს გლობალურ ასპარეზზე წარმატებისთვის ამზადებს!








