საქართველოს კერძო კოლეჯების კოლეგიალური ვიზიტი ბათუმში!

 

 

მიმდინარე წლის 5-6 ივნისს, ქ. ბათუმში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „ცხუმ-ეგრისის“ გუნდმა შემდეგი შემადგენლობით:

-ნონა თაკალანძე — ხარისხის მართვის მენეჯერი;

-სვეტლანა ხასია — სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;

 ნინო გადელია - ფარმაციის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი;

-ლუიზა ნაჭყებია — აღმზრდელის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი.

ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

პროფესიული ორიენტაცია;

დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები;

ადმინისტრაციული წარმოების ანალიზი.

კოლეგიალური ვიზიტები უმნიშვნელოვანესია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!