პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია ( სააფთიაქო)
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : : უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში //Higer Vocational Qualification in Pharmacy და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად;
2. დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა;
3. შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა;
4. განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე;
5. ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის შემომავალი, პერიოდული, საბოლოო კონტროლი;
6. განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება, შეფუთვა, მარკირება;
7. მოამზადოს რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები;
8. გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები;
9. განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების,
გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ;
10. განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია;
11. განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური სამკურნალწამლო
ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად სამკურნალწამლო ფორმების დაფასოების შესახებ;
12. დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
555749366, 555315144, 568888114; 568486060.
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32